მოძრაობა "სახელმწიფო ხალხისთვის" ლიდერი, პაატა ბურჭულაძე NDI-ის დელეგაციასთან შეხვედრას მართავს. ბურჭულაძე ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის წარმომადგენლებს საპარლამენტო არჩევნების წინა პროცესების საკუთარ ხედვას აცნობს.
"ჩვენ ვაგრძელებთ შეხვედრებს ჩვენ ამერიკელ და ევროპელ კოლეგებთან. დღეს გვაქვს შეხვედრა NDI-სთან, მათ აინტერესებთ, თუ რა ატმოსფეროა დღეს არჩევნების მხრივ. ჩვენ ყველა პრობლემას, რაც კი არსებობს აქ, მათთან ვილაპარაკებთ. დღევანდელი სურათით ძალიან დაძაბული არჩევნები იქნება. ყველა წინაპირობა ამაზე მეტყველებს. აუცილებლად უნდა ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები იმიტომ, რომ ეს არჩევნები იქნება ჩვენი იმიჯი მთელს ევროპასა და მსოფლიოში" - აღნიშნა ბურჭულაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.