„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, პარტიას უვრცელებენ ხმებს, რომ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს.
ამის შესახებ მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ ეს ინფორმაცია ტყუილია. მისი თქმით, ეს არის მოგონილი იმისათვის, რათა ადამიანები დააბნიონ.
„ჩვენ გვივრცელებენ ხმებს, თითქოს ბურჯანაძე და მისი პარტია არ აპირებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. ეს არის ტყუილი. არის მოგონილი იმისათვის, რათა ადამიანები დააბნიონ. ჩვენ არათუ მივიღებთ არჩევნებში მონაწილეობას, არამედ ძალიან სერიოზულად ვიქნებით წარმოდგენილი პარლამენტში და მე ვეუბნები ხალხს, რომ ერთადერთი ხსნა, რომ ქვეყანა იყოს სტაბილური, რეალურად დამოუკიდებელი და ეკონომიკურად განვითარებული სწორედ ჩემი და ჩემი პოლიტიკური ძალის პარლამენტში მოსვლაა“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
ნინო ბურჯანაძემ ასევე ისაუბრა „რესპუბლიკური პარტიის“ მიერ მომზადებულ კანონპროექტს სარეკლამო დროსთან დაკავშირებით ანტიკონსტიტუციური უწოდა და აღნიშნა, რომ მას სამართლიანობასთან არანაირი კავშირი არ აქვს.
„აბსოლიტურად დემაგოგიური იყო ბატონი ხმალაძის და სხვების განცხადებები, რომ თითქოს სამართლიანობა აღდგა. სამართლიანობის აღდგენაში რომ ასეთი მაგრები ყოფილიყვნენ, ძალიან ბევრი სხვა რამ იყო გასაკეთებელი და სამართლიანობის აღდგენად არ ჩაითვლება ის, როდესაც ჩვენს პარტიას წაართვეს რაც კანონით და მოსახლეობის ნებით გვქონდა მონიჭებული. არჩევნებამდე ოთხი თვით ადრე წაგვართვეს უფასო სარეკლამო დრო ჩვენ და გადაუნაწილეს ისეთ პარტიებს, როგორიც არის „რესპუბლიკური პარტია“, „თავისუფალი დემოკრატები“ და ზოგიერთები“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
მისი თქმით, ეს იყო აბსოლუტურად ყაჩაღური აქტის მცდელობა საქართველოს პარლამენტის მხრიდან.
„ჯერ კიდევ მესამე მოსმენა არ ჩატარებულა და იმედი მინდა ვიქონიო, რომ გამოჩნდებიან კეთილსინდისიერი დეპუტატები, რომლებიც არ დაუჭერენ ამ კანონს მხარს. მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი ინფორმაციით, ”მრეწველებმა” მხარი არ დაუჭირეს ამ ცვლილებას, მიუხედავად იმისა, რომ მათთვის პირადად მომგებიანია ეს კანონპროექტი. „მრეწველები“ ნამდვილად კეთილსინდისიერად მოიქცნენ. მინდა მოვუწოდო სხვებსაც, ვისაც აქვს კეთილსინდისიერებაზე პრეტენზია, რომ არ დაუჭირონ მხარი ამ ყაჩაღურ აქტს“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
მისი თქმით, პარტიებთან მიმართებაში ასეთი გადაწყვეტილება უპრეცენდენტოა როგორც საქართველოს, ასევე მსოფლიო სახელმწიფოების ისტორიაში და ეს უკვე ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ საარჩევნო გარემო ვერ ჩაითვლება თავისუფლად.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.