მანანა კობახიძე მაგდა პაპიძის საქმეზე: ძალიან მძიმე დანაშაული მოხდა, მაგრამ ეს არ გაძლევთ უფლებას, ბოლომდე გაანადგუროთ ადამიანი
16-06-2016, 08:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


პარლამენტის ვიცე-სპიკერის, მანანა კობახიძის განცხადებით, გაუგებარია, რატომ არ ითხოვა მაგდა პაპიძის ადვოკატმა სასამართლო პროცესის დახურვა ან სასამართლო თავად რატომ არ იღებს ამ გადაწყვეტილებას.

 

 

ამის შესახებ კობახიძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.

 

 

მისი თქმით, საქმე არის უმძიმესი და არის დიდი ინტერესი მედიის მხრიდან, მაგრამ არის საკითხები, რომლის გაშუქებისას ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო.

 

 

„საზოგადოება თვალ-ყურს ადევნებს მაგდა პაპიძის სასამართლო პროცესს, რომელიც მეუღლისა და შვილის მკვლელობაშია ბრალდებული. თავისთავად საქმე არის უმძიმესი, არის დიდი ინტერესი მედიის მხრიდან, მაგრამ არის საკითხები, თემები, რომლის გაშუქებისას ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო და მათ შორის არის საკითხები, რომელიც საერთოდ დახურულ სხდომაზე უნდა იხილებოდეს. არ შეიძლება ასეთი ფორმით, ასე აშკარად დაირღვეს ადამიანის ფუნდამენტური უფლება, უდანაშაულობის პრეზუმფცია თუ პირადი ცხოვრების, თუ პირადი საიდუმლოს დაცულობა. რატომ ფიქრობენ ჟურნალისტები, რომ ბრალდებულის ქორწინებამდელი თუ შემდგომი კავშირების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას აინტერესებს და მოწმის ჩვენება საჯაროდ უნდა გამოამზეურონ?! ძალიან მძიმე დანაშაული მოხდა, მაგრამ ეს არ გაძლევთ უფლებას თქვენ, ბოლომდე გაანადგუროთ ადამიანი ადამიანში, თქვენც მოკლათ, თქვენ ცნოთ დამნაშავედ და თქვენ დასაჯოთ-ჩაქოლოთ. გაუგებარია, რატომ არ ითხოვა ადვოკატმა პროცესის დახურვა, ან სასამართლო თავად რატომ არ იღებს ამ გადაწყვეტილებას?!“, – წერს მანანა კობახიძე.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი