გიგა ბოკერია გიორგი მარგველაშვილს შეხვდა
16-06-2016, 08:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შეხვდა.

 

 

შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაიმართა.

 

პრეზიდენტის პრესსპიკერი ეკა მიშველაძე გიორგი მარგველაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერია შეხვედრაში უჩვეულოს ვერაფერს ხედავს.

 

 

როგორც ეკა მიშველაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პრეზიდენტთან ძალიან ხშირად დადიან პოლიტიკური პარტიის ლიდერები და მათი წარმომადგენლები.

 

 

„ვისი ინიციატივით ინიშნება ასეთი შეხვედრები, ჩემთვის ნამდვილად არ არის ცნობილი. ეს არ იყო პირველი, ერთადერთი და გამონაკლისი შემთხვევა, შესაბამისად, ამაში უჩვეულოს ვერაფერს ვერ ვხედავ. რაც შეეხება იმას, თუ რა საკითხები განიხილებოდა, დღევანდელ შეხვედრაზე მე არ ვიყავი, შესაბამისად, ნამდვილად ვერ გეტყვით, რაზე იყო იქ საუბარი. ეს იყო დახურულ კარს მიღმა შეხვედრა, რაც ძალიან ჩვეულებრივი ამბავია პრეზიდენტის ადმინისტრაციაში”, – განაცხადა ეკა მიშველაძემ.

 

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი