პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ყოფილი მრჩეველი, ექსპერტი ვანო მაჭავარიანი უშიშროების საბჭოს მდივნის ირინე იმერლიშვილის მოადგილედ დაინიშნა.
ვანო მაჭავარიანი კურირებას გაუწევს საერთაშორისო ურთიერთობებს.
ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ეკა მიშველაძემ განაცხადა.
„მას აქვს 25-წლიანი გამოცდილება დიპლომატიურ ურთიერთობებში და ასევე უსაფრთხოების საკითხებში, რაც ჩვენი აზრით, ძალიან წაადგება პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და უშიშროების საბჭოს საქმიანობას ამ მიმართულებით”, - განაცხადა ეკა მიშველაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.