საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოხმარების ამკრძალავ კანონპროექტს დღეს განიხილავენ
17-06-2016, 01:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საკანონმდებლო ლო პაკეტს, რომლითაც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოხმარებაზე კანონის გამკაცრება და აკრძალვების დაწესება იგეგმება, დღეს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი განიხილავს.

 

 

საუბარია დეპუტატ გუგული მაღრაძის მიერ ინიცირებულ პროექტზე, რომლის ავტორი არასამთავრობო ორგანიზაციებია.

 


ცვლილებებით საზოგადოებრივის თავშეყრის ადგილებში მწეველთათვის სპეციალური ადგილების გამოყოფა სავალდებულო იქნება ან მოწევა მთლიანად აიკრძალება. ასევე, შესაძლოა, აიკრძალოს თამბაქოს ნაწარმის, მისი აქსესუარების და მოხმარებისათვის განკუთვნლი მოწყობილობების განლაგება ვიტრინებზე, ვიტრაჟებზე, დახლზე, თაროზე და ან სხვაგან ისეთი სახით, რაც თამბაქოს პროდუქციას ხილვადს გახდის.

 

 

ამასთან, თამბაქოს ნაწარმის კატეგორიაში, შესაძლოა ე.წ. ელექტრონული სიგარეტიც განისაზღვროს და შეზღუდვები მის გამოყენებაზეც გავრცელდეს.

 

 

“აკრძალვები შეეხება რესტორნებს, სასტუმროებს, კაფე-ბარებს და ასე შემდეგ. ჩვენ კანონში ამ მოთხოვნას ვდებთ, მაგრამ მათ 2018 წლის 1-ელ იანვრამდე ვაძლევთ ვადას, რომ ან მოახერხონ და ცალკე მოსაწევი ადგილები გამოყონ ან მოწევა მთლიანად აკრძალონ“, - აცხადებს გუგული მაღრაძე.

 


დეპუტატმა 13 ივნისის ბიუროს სხდომაზე საკანონმდებლო პაკეტრის დაჩქარებული წესით განხილვა მოითხოვა, რაც დიკუსიის საგანი გახდა. საბოოლოდ, ბიუროს წევრები შეთანხმდნენ, რომ მას პარლამენტის ჩვეულებრივი - არადაჩქარებული წესით განიხილავს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი