დიდი ბრიტანეთის თემთა პალატის დეპუტატი, 41 წლის ჯო კოქსი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად მიყენებული ჭრილობების გამო, საავადმყოფოში გარდაიცვალა. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ BBC ავრცელებს.
თავდასხმა გუშინ, ბრისტალში, დასავლეთ იორკშაში, ბიბლიოთეკის მახლობლად მაშინ მოხდა, როდესაც დეპუტატი ამომრჩეველს ხვდებოდა.
თვითმხილველთა თქმით, თავდამსხმელმა "ლეიბორისტული" პარტიის წევრს სამჯერ ესროლა, შემდეგ კი ჭრილობები დანით მიაყენა.
სამართალდამცავებმა მკვლელობაში ბრალდებული 52 წლის მამაკაცი, ტომი მეარი დააპატიმრეს.
შემთხვევის შემდეგ ასეულობით ადამიანი შეიკრიბა ბრისტალის ეკლესიასა და ლონდონის პარლამენტის წინ, სადაც მოქალაქეები ხელისუფლებას სიფხიზლისკენ მოუწოდებდნენ.
კოქსის მეუღლემ განაცხადა, რომ ორი შვილის დედა უკეთესი მსოფლიოსთვის იბრძოდა.
პრემიერ-მინისტრის, დევიდ ქამერონის განცხადებით კი "ჯო კოქსის სიკვდილი ტრაგედიაა, ის იყო თავდადებული და მზრუნველი დეპუტატი".
"ეს დაუნდობელი და საზარელი მკვლელობა იყო" - აღნიშნული განცხადება აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატმა, ჰილარი ქლინტონმა გააკეთა.
ჯო კოქსი გასული წლის შემდეგ, დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრი იყო '"ლეიბორისტული" პარტიიდან ბათლისა და სპენის საარჩევნო ოლქში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.