გიორგი კვირიკაშვილი ქართველ სტუდენტებს: საქართველო კიდევ უფრო დიდი ნაბიჯით წავა ევროპისკენ
17-06-2016, 02:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

 

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ქართველ სტუდენტებს შეხვდა, რომლებიც ბერლინის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში სწავლობენ.

 

 

პრემიერ-მინისტრმა ახალგაზრდებს ქვეყნის განვითარების საკუთარი ხედვა გააცნო და დაგეგმილ რეფორმებზე ესაუბრა. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგს.

 

 

„საქართველო წარმატებით მიყვება ხაზს, რომელიც მიმართულია ქვეყნის ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებისკენ. ეს ხაზი გაგრძელდება და საქართველო კიდევ უფრო დიდი ნაბიჯით წავა ევროპისკენ. შეიქმნება ძალიან დიდი შესაძლებლობები საქართველოში. რატომ მჯერა ამის? ზუსტად ის ნაბიჯები, რომელიც მე გაგაცანით, ეხება ყველა იმ მნიშვნელოვან სფეროს, რომელიც კრიტიკულად აუცილებელია ქვეყნის განვითარებისთვის“, - განაცხადა პრემიერმა შეხვედრაზე.

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ქართველ სტუდენტებს განათლებისა და მეცნიერების ახალი მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა წარუდგინა, რომელმაც ახალგაზრდებს საქართველოს განათლების სისტემაში დაგეგმილი სიახლეების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი