უაქციზო ალკოჰოლური სასმელის უკანონო წარმოება-რეალიზაციის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
17-06-2016, 02:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული პროდუქციის აქციზური მარკის გარეშე წარმოების, შენახვისა და რეალიზაციის ბრალდებით, ორი პირი - ალექსანდრე მორბედაძე და დავით გიორგობიანი დააკავა.

 

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეში მდებარე, კუსტარულად მოწყობილ საამქროში დაამზადეს დიდი რაოდენობით ალკოჰოლური სასმელი და შესაბამისი აქციზური მარკის გარეშე, ალკოჰოლზე ტურისტული სეზონით გამოწვეული გაზრდილი მოთხოვნის გამო, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე, 5 000 ლარად განახორციელეს მისი რეალიზაცია სავაჭრო და საკვებ ობიექტებში.

 

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე - 200 - ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

როგორც საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ უწყება მსგავსი ტიპის დანაშაულის მიმართ მკაცრ კონტროლს განახორციელებს.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი