საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს "რუსთავი 2"-ის სარჩელის განხილვა გაგრძელდება. მხარეები პლენუმს დასკვნითი სიტყვებით მიმართავენ, ამის შემდეგ სასამართლო საქმეზე გადაწყვეტილების მისაღებად უკვე მეორედ გავა.
"რუსთავი 2" საკონსტიტუციო სარჩელით სამოქალაქო კოდექსის 54-ე და 55-ე მუხლებს ასაჩივრებს, რომელიც ამორალური გარიგების შემთხვევაში, შეთანხმებას აუქმებს. სწორედ ამ ნორმის საფუძველზე დაობს ქიბარ ხალვაში ტელეკომპანიის ამჟამინდელ მფლობელებთან.
დღეს ამ სარჩელების განხილვის დასრულებისა და პლენუმის სათათბიროდ გასვლის შემდეგ, პლენუმი კიდევ ერთხელ შეიკრიბება და "რუსთავი 2" -ის კიდევ ერთი სარჩელის განხილვას დაიწყებს, რომლის შუამდგომლობითაც ასევე მოსამართლე, მერაბ ტურავამ მიმართა პლენუმს.
სარჩელი სამოქალაქო კოდექსის უსაფუძვლოდ გამდიდრებისა და ხანდაზმულობის ვადების მუხლებს და მის კონსტიტუციურობასთან შესაბამისობას შეეხება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.