საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ, მერაბ ტურავამ "რუსთავი 2"-ის საქმის პლენუმისთვის გადაცემის შუამდგომლობაზე განცხადება გააკეთა. განცხადება საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის მიმდინარეობის დროს გააჟღერა და აღნიშნა, რომ მისი შუამდგომლობა საქმის პლენუმისთვის გადაცემის საკითხზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე დროის გახანგრძლივებად არ უნდა ჩაითვალოს, რადგანაც საკონასტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას "რუსთავი 2"-ის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების თარიღი არ ჰქონდა ჩანიშნული.
"მაშინ, როცა საქმის პლენუმისთვის გადაცემის საკითხი დავაყენე პირველ კოლეგიას გადაწყვეტილების თავდაპირველი ვერსიაც კი არ ჰქონდა შემუშავებული და არ ვიცოდი რა გადაწყვეტილებას მივიღებდით. შესაბამისად, ვერანაირად ვერ დავასწრებდით სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. მინდა გთხოვოთ, რომ არ ჩათვალოთ ჩემი შუამდგომლობის დაყენება საქმის გაჭიანურებად და არ ჩათვალოთ, რომ მიზნად ისახავდა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე არ გამოცხადებულიყო საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება", - აღნიშნა მერაბ ტურავამ.
პროცესის მიმდინარეობის დროს აღნიშნული განცხადების გაჟღერების გამო მერაბ ტურავას პლენუმის თავმჯდომარემ, გიორგი პაპუაშვილმა მიმართა, რომ არ გაასაჯაროვოს ისეთი დეტალები, როგორიცაა "იყო თუ არ იყო ჩანიშნული საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი".
"რუსთავი 2"-ის საქმეზე დღეს მხარეებმა დასკვნითი სიტყვა უნდა წარმოთქვან. საქმის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა გუშინ დაიწყო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.