NDI-ის დელეგაციის დასკვნის მიხედვით, მთავარი და ძირითადი ელემენტები, რაც დამახასიათებელია სამართლიანი არჩევნების პროცესისთვის, საქართველოში სახეზეა
17-06-2016, 03:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

NDI-ის დელეგაციის დასკვნის შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ მთავარი და ძირითადი ელემენტები, რაც დამახასიათებელია სამართლიანი არჩევნების პროცესისთვის, საქართველოში ნამდვილად სახეზეა, - განაცხადა NDI-ის დელეგაციის წევრმა და რეგიონულმა დირექტორმა, ლორა ჯუდითმა.

 


"იმისათვის, რომ შენარჩუნებული იყოს მისაღები წინასაარჩევნო გარემო, მთავრობამ და ასევე არჩევნებში მონაწილე სუბიექტებმა შესაბამისი ძალისხმევა უნდა წარმართონ, რომ ეს ყველაფერი იყოს მისაღები ჩარჩოების ფარგლებში. არჩევნების სამართლიანობა და შედეგების მისაღებობა ნამდვილად დამოკიდებულია სამი ძირითადი გამოწვევის დაძლევაზე. ესენია: აღმოფხვრილი უნდა იყოს ძალადობის და დაშინების შესაძლებლობა; ასევე უნდა იყოს დაძლეული ის შესაძლებელი მოლოდინი, რომ გარკვეულწილად მიკერძოებული წესით იქნება კანონმდებლობის მისადაგება; ასევე დაძლეული იქნას აღქმა იმის თაობაზე, რომ გარკვეულმა პირებმა შეიძლება კულისებს მიღმა გავლენა მოახდინონ ამ პროცესებზე“, - განაცხადა ლორა ჯუდითმა.

 

 

NDI-ის მისია 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე წინასაარჩევნო გარემოს კვლევას ახორციელებს და მათი მიზანია, გაანალიზონ ფაქტები, რომლებმაც შეიძლება გარკვეული ზეგავლენა მოახდინონ პროცესის სწორ მიმდინარეობაზე.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი