"ლევადა-ცენტრის" მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, რუსეთში ვლადიმერ პუტინის რეიტინგი იზრდება და მის 2008 წლის დროინდელ პოპულარობას უტოლდება.
გამოკითხვების თანახმად, იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც პრეზიდენტის საქმიანობას დადებითად აფასებენ, 87 %-მდე გაიზარდა. ეს კი მკვლევარების აზრით, "ყირიმის ეფექტს" უკავშირდება. საწინააღმდეგო მოსაზრება აქვს 13 %-ს.
მაისში ვლადიმერ პუტინის რეიტინგი 4 %-ით ნაკლები იყო და 83 %-ს შეადგენდა, მარტში - 72%-ს.
გარდა ამისა, იმ ადამიანთა რიცხვმა, რომლებიც ქვეყანაში მოვლენათა განვითარებას დადებითად აფასებენ, თავის ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და 66 % შეადგინა. მხოლოდ 19 % მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება.
პუტინთან ერთად მოიმატა პრემიერ-მინისტრ დიმიტრი მედვედევის რეიტინგმა, რომელიც 65-დან 71 %-მდე გაიზარდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.