პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე საპარლამენტო უმრავლესობის ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე პრეზიდენტის განცხადებას გიორგი მარგველაშვილის გიგა ბოკერიასთნ შეხვედრას უკავშირებს.
მისი თქმით, ჯერ უნდა გამოვლინდეს იყო თუ არა დანაშაული და შემდეგ უნდა დაისაჯოს დამნაშავე.
„ბოკერია - პრეზიდენტის შეხვედრის შედეგია ეს განცხადება. ალბათ, ამ მიზნით იყო მისული ბატონი ბოკერია და გადაწყვეტილების გამოტანიდან მესამე დღეს, პრეზიდენტი აკეთებს ამ განცხადებას. პრეზიდენტის მითითებით ბუნებრივია ვერავინ დაისჯება. ჯერ უნდა გამოვლინდეს თუ იყო დანაშაული და ამის შემდეგ შეიძლება იყოს საუბარი ვინმეს სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე“, - განაცხადა მანანა კობახიძე.
გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ ვანო მერაბიშვილის საქმეზე ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებას ჰყავს უშუალო პასუხისმგებელი პირები საქართველოს სასამართლო და სამართალდამცავ სისტემაში. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ უნდა დადგეს ამ პირების სამსახურეობრივი, პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი. დამნაშავეთა პასუხისმგებლობაზე საუბრობს საპარლამენტო ოპოზიციაც.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.