დავით ნარმანია 13 ივნისის სტიქიის დროს დაზარალებული ოჯახის საცხოვრებელი ვაგონიდან გამოსახლების ფაქტს გამოეხმაურა
17-06-2016, 04:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

წყნეთის ხევის ქუჩიდან 13 ივნისის წყალდიდობით დაზარალებული ოჯახის საცხოვრებელი ვაგონიდან გამოსახლების ფაქტს, თბილისის მერი გამოეხმაურა. დავით ნარმანიას განცხადებით, გუბელაძეების საკუთრებაში აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებული არც ერთი მიწის ნაკვეთი არ იყო.

 

 

დედაქალაქის მერის განმარტებით, კომპენსაციის საკითხი არ განიხილება, თუმცა, მერია იმსჯელებს საკითხზე და მათთვის ალტერნატიული ფართის შეთავაზებაზე.

 

 

„ზედამხედველობის სამსახურმა დადგენილი წესით მას გაუგზავნა გაფრთხილება. მას არ ეკუთვნის ეს ტერიტორია, ამ ტერიტორიაზე დატბორვის ზონაა და შესაბამისად, ცხოვრება არის შეუძლებელი. გარდა ამისა, როცა სტიქია მოხდა, ეს ვაგონი იქ არ იდგა, მან თვითნებურად მოიტანა და ჩადგა ის ვაგონი, როგორც ჩვენთვის ცნობილია. ამიტომ, ის დადგენილ წესებს არ ექვემდებარება და აუცილებელია მისი დემონტაჟი,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.

 

 

2015 წლის 13 ივნისის წყალდიდობით დაზარალებული ოჯახი საცხოვრებელი ვაგონიდან გამოასახლეს. გუბელაძეების ოჯახი წყნეთის ხევის ქუჩაზე კონტეინერში ერთი წელია რაც ცხოვრობს. ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ტერიტორია მათ საკუთრებაში იყო, მერია კი ამ დრომდე კომპენსაციას არ უხდიდა.

 

 

„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, გამოსახლების პროცესს აკვირდებოდა ზედამხედველობის სამსახური. მერიის ზედამხედველობის სამსახურში ამბობენ, რომ გუბელაძეებს აღებული აქვთ კომპენსაცია ზარალის შესაბამისად.

 

 

„18 აპრილს დაწყებულ იქნა ადმინისტრაციული სამართალწარმოება ამასთან დაკავშირებით, განესაზღვრა 10-დღიანი ვადა მშენებლობის უნებართვო კონსტრუქციის განთავსების გამოსასწორებლად. ვადის გასვლის შემდეგ სამსახურის თანამშრომლებმა გადაამოწმეს, არ იყო გამოსწორებული სამართალდარღვევა. შესაბამისად, სამსახურის მიერ 27 მაისს მიღებულ იქნა დადგენილება, რომლითაც დაჯარიმდა ქალბატონი ბელა გუბელაძე,“- განაცხადა ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომელმა თამაზ ჯაყუნაშვილმა.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი