პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ენერგეტიკის მინისტრის, ვიცე-პრემიერის, კახა კალაძის დაკითხვას ითხოვს.
ამის შესახებ ადვოკატმა, „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიის ათეულის წარმომადგენელმა, ოთარ კახიძემ ამავე პარტიის წარმომადგენელთან ირმა ნადირაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ადვოკატის თქმით, თუ კახა კალაძის ბრალეულობა დადასტურდება კორცხელში, ძალადობის ორგანიზებასთან მიმართებაში, პროკურატურამ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ნაბიჯები უნდა გადადგას.
„პროკურატურის ვალია, განიხილოს მტკიცებულებები, შეაფასოს მათი ავთენტურობა და თუ დადასტურდება კახი კალაძის შემხებლობა და მისი ბრალეულობა, ძალადობის ორგანიზებასთან მიმართებაში, გადადგას სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ნაბიჯები. პირველ რიგში, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში უნდა მოხდეს კახი კალაძის დაკითხვა და ყველა შესაძლო მტკიცებულების შეგროვება“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, კორცხელის ინციდენტამდე რამდენიმე დღით ადრე, ინციდენტში მონაწილე სპორტსმენების ანგარიშებზე რუსულ „ალფა-ბანკში“თანხა ჩაირიცხა. პარტიის ცნობით, სპორტსმენებს თანხა „კალა კაპიტალ ლიმიტედისგან“ და რუსეთში მცხოვრები დავით ქარსელაძისგან იგივე „კალატოზასგან“ ჩაერიცხათ.
დღეს გამართულ ბრიფინგზე ირმა ნადირაშვილმა და ოთარ კახიძემ ჟურნალისტებს დოკუმენტებიც წარუდგინეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.