"სახელმწიფო ხალხისთვის”: პრემიერის დაჩქარებული წესით გამგზავრება გერმანიაში ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს დიპლომატიურ კორპუსს აკნინებს
17-06-2016, 05:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ განცხადებით, საქართველოს მთავრობის პოლიტიკა ვიზა-ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით არათანმიმდევრული და არაეფექტურია. აღნიშნულთან დაკავშირებით, პარტია განცხადებას ავრცელებს.

 

 

”მთავრობის ცალკეული წარმომადგენლების ნეგატიური დამოკიდებულება ევროინტეგრაციისადმი, მედიის თავისუფლების ხელშეუხებლობის დარღვევა და რიგი საკითხები სერიოზულ კითხვის ნიშნებს აჩენდა ჩვენს ევროპელ პარტნიორებში.

 


მთავარი ამოცანაა ხალხსა და უცხოელ პარტნიორებში ქართული სახელმწიფოსადმი რწმენის აღდგენა. ჩვენი გუნდი დიდი ხნის წინ აფრთხილებდა ხელისუფლებას მოსალოდნელი საფრთხის შესახებ, რომელიც არათუ შეეცადა ბოლომდე მიყვანილი საქმე დაემთავრებინა, არამედ თავისი უმოქმედობით თუ ქმედებით საერთოდ შეაფერხა საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის საკითხი. სახელმწიფომ ფაქტიურად დაკარგა ბოლო 4 წელი და ის უდიდესი სამუშაო რომელიც ქვეყანამ გაიღო უვიზო რეჟიმის მისაღებად. არ უნდა ხდებოდეს საჭირო დაჩქარებული წესით პრემიერ-მინისტრის გამგზავრება გერმანიაში ამ საკითხის მოსაგვარებლად. ეს საქართველოს დიპლომატიურ კორპუსს და მის მუშაობას აკნინებს. რას აკეთებენ ამ დროს ჩვენი საელჩოები და წარმომადგენლები ევროპაში?! ეს იმის დასტურია რომ ჩვენ პრობლემები გვაქვს საგარეო მიმართულებით. სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით პარტიის ლიდერი პაატა ბურჭულაძე და გიორგი რუხაძე რამდენიმე დღეში ბრიუსელსა და სტრასბურგს ეწვევიან, სადაც პირადად შეხვდებიან ევროპარლამენტის და ევროსაბჭოს დიპლომატ კოლეგებს.

 

 

სახელმწიფომ დიპლომატიური კორპუსისა და სხვა საშუალებებით აქტიურად უნდა ითანამშრომლოს ევროპულ ორგანიზაციებთან და სახელმწიფოებთან. უნდა გატარდეს მთელი რიგი ღონისძიებები, რომელიც ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს ბოლომდე მიიყვანს”, - ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი