ქალაქ გორის საკრებულოს წევრებმა საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყეს
17-06-2016, 05:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

 

ქალაქ გორის საკრებულოს შვიდმა წევრმა საკრებულოს თავმჯდომარის, ილია მეტრეველის იმპიჩმენტის მოთხოვნით, კანცელარიაში განცხადება შეიტანა.

 

 

გორის საკრებულოს დეპუტატები თავმჯდომარეს არასახელმწიფოებრივ, არაადეკვატურ და არაკონსტიტუციურ ქმედებებში ადანაშაულებენ.

 

 

საკრებულოს თავმჯდომარემ ილია მეტრეველმა საკრებულოს აპარატის 5 თანამშრომელი: აპარატის სამი სპეციალისტი ანა პაპელიშვილი, სოფო ოთინაშვილი და მედიკო მახარაშვილი; 2 შტატგარეშე - დავით გუდაძე და გია აფციაური ბრძანების საფუძველზე სამსახურიდან გაათავისუფლა.

 

 

ბრძანებაში გათავისუფლების საფუძვლად მითითებულია დაკისრებული მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება და საქართველოს ორგანული კანონის “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” 61-ე, 93-ე და 98-ე მუხლები.

 

 

მეტრეველის ამ გადაწყვეტილებას არასახელმწიფოებრივ ქმედებას უწოდებს სამანდატო-საპროცედურო კომისიის ხელმძღვანელი თამარ თედლიაშვილი. მისი თქმით, საქართველოში, თვითმმართველობის რეფორმა 2015 წლის 2 აგვისტოს სწორედ მოხელეების კონკურსის გზით შერჩევის წესის დამკვიდრებით დაიწყო.

 

 

„დღეს, საკრებულოს თავმჯდომარემ სწორედ კონკურსის გზით შერჩეული თანამშრომლები ერთპიროვნული გადაწყვეტილებით გაათავისუფლა სამსახურებიდან, თანაც ისე, რომ ამ ადამიანებს სიტყვიერი გაფრთხილებაც კი არასოდეს მიუღიათ. ეს არის არასახელმწიფოებრივი ქმედება, ეს არის ილია მეტრეველისგან უკვე მერამდენე შეცდომა, რასაც ჩვენ ნამდვილად არ ვაპატიებთ”, -აცხადებს თამარ თედლიაშვილი.

 

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი