ძლიერი ნისლის გამო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი შეფერხებით მუშაობს. არსებული ინფორმაციით, უამინდობის გამო 4 რეისი ვერ შესრულდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა ვერ მიიღო ვარშავიდან მომავალი თვითმფრინავი და ის ქუთაისში დაეშვა.
"პეგასუსის" ლაინერი სტამბულიდან არ გამოფრინდა, ხოლო ავიაკომპანია "თურქიშ ეარლაინსის" თვითმფრინავი უკან, სტამბულში დაბრუნდა.
თბილისიდან ანკარაში გადაფრინდა და მიუნხენში დაბრუნდა ავიაკომპანია "ლუფთჰანზას" რეისიც.
გადაიდო ის რეისებიც, რომლებიც თბილისიდან უნდა შესრულებულიყო. როგორც მგზავრები აღნიშნავენ, აეროპორტში განუცხადეს, რომ გადადებული რეისები ამინდის გაუმჯობესების შემდეგ შესრულდება. მგზავრების ნაწილმა ბილეთები უკვე გადაცვალა.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი გადადებული რეისების შესახებ დეტალურ ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებს.
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/268075-thbilisis-aeroporti-sheferkhebith-mushaobs.html
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.