პრემიერი: პროგრამა „სტარტაპ საქართველო“ ჩვენს ქვეყანას უკეთესობისკენ შეცვლის
17-06-2016, 05:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

 

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, პროგრამა „სტარტაპ საქართველო“ ქვეყანას უკეთესობისკენ შეცვლის.

 

 

ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა  ტექნოლოგიურ პარკში, ინოვაციური ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამა „სტარტაპ საქართველოს“ წარდგენისას განაცხადა.

 

 

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის შესაძლებლობების რეალიზაციისთვის შესაბამისი პირობების შექმნა; ქვეყანაში სამეწარმეო სულისკვეთების განვითარება, რათა ადამიანებმა იფიქრონ, თუ როგორ მოიფიქრონ ახალი იდეები იმისათვის, რომ შექმნან საკუთარი ბიზნესი.

 

 

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ შევქმნათ შესაბამისი ეკოგარემო, რომელშიც ახალგაზრდები, ინოვაციურად მოაზროვნე ადამიანები ამას შეძლებენ. ამიტომ, ჩვენ დღეს ვიწყებთ სრულიად ახალ პროგრამას - „სტარტაპ საქართველო“. ეს არის პროგრამა, რომელიც ჩვენს ქვეყანას უკეთესობისკენ შეცვლის, რომელიც გააჩენს ახალ შესაძლებლობებს და რომელიც განავითარებს ქვეყანაში სამეწარმეო სულისკვეთებას.

 

 

იმისათვის, რომ ამ პროგრამაში მიიღონ მონაწილეობა, ახალგაზრდებს, დამწყებ ბიზნესმენებს უნდა ჰქონდეთ სიახლეზე ორიენტირებული ბიზნეს იდეა და შესაძლოა მათ სრულიად არ ჰქონდეთ კაპიტალი, რომლითაც შეიძლება დაიწყონ ეს ბიზნესი. ამით არის ეს პროგრამა გამორჩეული, რომ იგი ქმნის შესაძლებლობებს ნიჭიერი ადამიანებისთვის.

 

 

ის გარემო, სადაც ჩვენ ვიმყოფებით, ეს არის ტექნოპარკი, რომელიც სულ უახლოეს წარსულში შეიქმნა. ის იძლევა იმის საშუალებას, რომ გამოვიყენოთ მთლიანად ის ინფრასტრუქტურა, რომელიც აქ არის. აქ არის იურიდიული კომპანიების მომსახურება, აქ არის ის სამეწარმეო საწყისი ინფრასტრუქტურა, რომელიც ინოვაციურად მოაზროვნე ადამიანებს მისცემს საშუალებას წამოიწყონ ბიზნესი. ადამიანებს, რომლებსაც დაუფინანსდებათ ამ პროგრამით მათი ბიზნესიდეები, სახელმწიფო დაეხმარება ასევე ექსპორტში და მათი შესაძლებლობების ქვეყნის გარეთ რეალიზებაში”, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

 

მისივე თქმით, ამ პროგრამისთვის საწყის ეტაპზე გამოიყოფა 11 მილიონი ლარი, ხოლო შემდგომ 35 მილიონ ლარამდე არის გათვალისწინებული პროგრამის ბიუჯეტის გაზრდა.

 

 

როგორც პრემიერმა აღნიშნა, განცხადებების მიღება უკვე დღეიდან იწყება.

 

 

გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ამ პროგრამის დაწყებისთვის მოსამზადებელ სამუშაოებში მიიღო მონაწილეობა.

 

 

„ეს არის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საპარტნიორო ფონდი, ინოვაციებისა და ტექნოლოგიური განვითარების სააგენტო. ეს ეს პროგრამა გახლავთ 4 პუნქტიანი რეფორმების პროგრამის მნიშვნელოვანი ნაწილი, ეკონომიკური განვითარების ბლოკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება. ამ ბლოკით გათვალისწინებულია ასევე ეკონომიკის შემდგომი ლიბერალიზაცია“, -განაცხადა პრემიერმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი