დიმიტრი ქუმსიშვილი: "გაზპრომსა" და ქართულ კომპანია "გაზკოს" შორის კონტრაქტი გაფორმებული არ არის
17-06-2016, 06:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ვიცე პრემიერის ეკონომიკის მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, "გაზპრომსა" და ქართულ კომპანია "გაზკოს" შორის კონტრაქტი გაფორმებული არ არის და დიდი ალბათობით, ვერც გაფორმდება.

 

 

"მეც ეს ყველაფერი შევიტყვე ღია საინფორმაციო წყაროებიდან. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, კონტრაქტი არ არის გაფორმებული და ძალიან დიდი ალბათობით, ალბათ, ვერ გაფორმდება. თუმცა, ვიმეორებ, რომ არის კომერციული ურთიერთობები, რომელშიც არ ვართ ჩართულები - მე პირადად არ ვარ ჩართული, მგონია, რომ არც ენერგეტიკის სამინისტრო. აქედან გამომდინარე, ამ ნაწილში, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, გარიგება არ არის დახურული. რაც შეეხება საფრთხეებს, ნაადრევია საუბარი იმაზე, შეიცავს თუ არა ეს კონტრაქტი საფრთხეებს, ვინაიდან კონტრაქტი ნანახი არ გვაქვს; მიზნები არ ვიცით; არ ვიცით, სად შეიძლება მიემართოს ეს გაზი, თუ საერთოდ ასეთი კონტრაქტი შედგა",- განაცხადა ქუმსიშვილმა.

 

 

მისივე თქმით, დღესდღეობით საქართველოს საჭიროებებს "სოკარისგან" მოწოდებული გაზი სრულად აკმაყოფილებს.

 

 

გავრცელებული ინფორმაციით, „გაზპრომმა“ ქართულ კომპანიასთან ხელი მოაწერა კონტრაქტს საქართველოში გაზის მიწოდების შესახებ. როგორც „გაზპრომის“ განცხადებაშია ნათქვამი, შესაბამის დოკუმენტს 16 ივნისს, პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, „გაზპრომის“ პრეზიდენტმა, ალექსეი მილერმა და ქართულო კომპანია „გაზკო+“-ის კომერციულმა დირექტორმა, გიორგი მამალაძემ მოაწერეს ხელი. კონტრაქტის თანახმად, მიმდინარე წელს „გაზპრომი“ კომპანია „გაზკო+“-ს100 მილიონ კუბურ მეტრამდე გაზს მიაწოდებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი