ფუნდამენტური თავისუფლებები, როგორიცაა გამოხატვის, შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება, დიდწილად დაცულია; მედიაგარემო რეგიონში ყველაზე თავისუფალი და მრავალფეროვანია, - აღნიშნულია ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დელეგაციის ანგარიშში.
”საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ, ბევრი მიღწევით იამაყონ. პლურალიზმი პოლიტიკური და სამოქალაქო გარემოს დამკვიდრებული ნორმაა. ფუნდამენტური თავისუფლებები, როგორიცაა გამოხატვის, შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება, დიდწილად დაცულია. მედიაგარემო რეგიონში ყველაზე თავისუფალი და მრავალფეროვანია. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები პოლიტიკურ ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ. კონკურენტული, მრავალპარტიული არჩევნები ჩვეულ ნორმას წარმოადგენს. ძირითადი დემოკრატიული ინსტიტუტები ჩამოყალიბებულია და ფუნქციონირებს. საქართველოს წარმატება წვრილმანი კორუფციის აღმოფხვრის სფეროში საერთაშორისო მოდელად იქცა. მოქალაქეებისთვის მეტად პრიორიტეტული ჯანდაცვისა და განათლების სფეროში მიღწეული წარმატებები პოზიტიურადაა შეფასებული.
საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას მოაწერა ხელი და დასავლელ მეზობლებთან ვიზა-ლიბერალიზაციის გზაზე იმყოფება. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოქალაქეების დიდი უმრავლესობა ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას უჭერს მხარს”, - ნათქვამია ანგარიშში.
NDI-ის დელეგაცია აღნიშნავს, რომ ამავდროულად, ქვეყანას აგრესიული და ავტორიტარული მსოფლმხედველობისგან ევრო-ატლანტიკური ღირებულებების დასაცავად უწევს ბრძოლა.
”რუსეთის ხელისუფლება საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპირებას განაგრძობს და ამასთანავე სავაჭრო ურთიერთობების, პროპაგანდის, ფულის შემოდინებისა და მუქარის მეშვეობით ზეწოლას ახორციელებს, რათა საქართველოს დასავლეთთან ინტეგრაციას შეუშალოს ხელი. საქართველოს მოქალაქეები დღემდე ინარჩუნებენ ერთგულებას დამოუკიდებლობის, კეთილდღეობისა და დემოკრატიის მიმართ. თუმცა ეს პრინციპები ყოველ პოლიტიკურ გზაჯვარედინზე მორიგ გამოცდას გადის. საქართველოში დემოკრატიული პროცესების შეფერხებას მთლიანად რეგიონზე ექნება გავლენა”, - ნათქვამია ანგარიშში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.