ლევან ვასაძის ლოგიკით, საქართველოს თავდაცვის მინისტრად დოდო გუგეშაშვილი უნდა დაგვენიშნა, რადგან ის სანგარშიც იწვა და თოფსაც ისროდა, - ასე გამოეხმაურა “რესპუბლიკელი“ დეპუტატი, ლევან ბერძენიშვილი ლევან ვასაძის განცხადებას ხიდაშელის თავდაცვის მინისტრის პოსტზე დანიშვნასთან დაკავშირებით.
“როგორც ჩანს, მან არ იცის, რომ თავდაცვის მინისტრის პოსტზე არ შეიძლება სამხედრო პირი დაინიშნოს, რადგან ეს პოლიტიკური თანამდებობაა. რაც შეეხება იმას, რომ თურმე თინა ხიდაშელი სამშობლოს და აფხაზეთს ღალატობდა, იქ აფხაზები, ქართველები, რუსები იყვნენ და თავად რომელ მხარეს იყო?! ჩვენს მხარეს არ იყო და არ გვახსოვს, საით იყო, რომელი მხრიდან ჰქონდა ყური მოდებული?!“ - აცხადებს ბერძენიშვილი.
ბიზნესმენ ლევან ვასაძის შეფასებით, თავდაცვის მინისტრად თინა ხიდაშელის დანიშვნა მეომრების შეურაცხყოფა იყო. ამის შესახებ ლევან ვასაძემ Palitranews-ის ეთერში, გადაცემაში ”ფალავანდიშვილთან” განაცხადა.
”თინა ხიდაშელი სოჭში ჩავიდა და ჩემი ყურით მოვისმინე, როცა აფხაზებს უთხრა: სულ არ მაინტერესებს საქართველო დაიბრუნებს თუ არა აფხაზეთს, ოღონდ ლიბერალური ქვეყანა იყოს. ამის მთქმელ ადამიანს საერთოდ საქართველოში დაბრუნების უფლება აღარ უნდა ჰქონდეს და გინიშნავენ რამის მინისტრად კი არა, მეომრების მინისტრად.
ინფრასტრუქტურის მინისტრად მაინც დამინიშნე... ეს არის ფრონტალური შეურაცხყოფა ქართველი მეომრის, რომ ასეთი რაღაცის შემდეგ მინისტრად დანიშნეს. ეს ქალი სანგარშია ნაწოლი, ავტომატი აქვს ნასროლი თუ რა დამსახურება აქვს ქართული მხედრობის წინაშე?! თქვა, რომ სულ არ მედარდება აფხაზეთს დავიბრუნებთ თუ არა და, მინისტრად დაგინიშნეს. მოდი ახლა შენ და იზეიმე, ვაი რა კარგია ჩვენი დამოუკიდებლობა”, - განაცხადა ლევან ვასაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.