"არავითარი სანდოობა, ზოგადად, არ მაქვს ნადირაშვილის განცხადებების და მისი დოკუმენტების ფრიალის დროს ნაჩვენები რაიმე ფაქტების და ციფრების", - ასე შეაფასა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ ირმა ნადირაშვილის მიერ კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება.
"არ მაქვს ეს სანდოობა, ამიტომ მის მიერ გაკეთებული განცხადებები ჩემთვის არაფერს არ ნიშნავს,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.
პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, კორცხელის ინციდენტამდე რამდენიმე დღით ადრე, ინციდენტში მონაწილე სპორტსმენების - გიორგი გიგაურის და ვლადიმერ გეგეშიძის ანგარიშებზე რუსულ „ალფა-ბანკში“თანხა ჩაირიცხა.
პარტიის ცნობით, მათ თანხა „კალა კაპიტალ ლიმიტედისგან“ და რუსეთში მცხოვრები დავით ქარსელაძისგან იგივე „კალატოზასგან“ ჩაერიცხათ.
ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა, ირმა ნადირაშვილმა და ოთარ კახიძემ დღეს ბრიფინგი გამართეს, სადაც მათ ჟურნალისტებს დოკუმენტები წარუდგინეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.