ანაკლიის პოლიციის უფროსმა, პაპუნა დიდიშვილმა საკუთარი განცხადების საფუძველზე თანამდებობა დატოვა - აღნიშნული ინფორმაცია guardian.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
ანაკლიის პოლიციის უფროსი პაპუნა დიდიშვილი ავტომანქანით 22 წლის სალომე აქირთავას დაეჯახა. ახალგაზრდა ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობას ექიმები აფასებენ, როგორც სტაბილურად მძიმეს. ექიმების განცხადებით, მას მრავლობითი მოტეხილობები და სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნებოდა.
დაზარალებული თავდაპირველად ზუგდიდის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ოჯახის მოთხოვნით, სალომე აქირთავა მოგვიიანებით ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
სამეგრელო- ზემო სვანეთის პროკურატურის ინფორმაციით, აღნიშნულ საქმეზე გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.