ნოდარ ებანოიძე: „რესპუბლიკელი“ მინისტრების თანამდებობიდან გადადგომა პარტიის გადაწყვეტილებაზე ან მთავრობის მეთაურზეა დამოკიდებული
17-06-2016, 08:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„როდის დატოვებენ და დატოვებენ თუ არა „რესპუბლიკელი პარტიის“ მინისტრები თანამდებობებს, ეს დამოკიდებულია პარტიის გადაწყვეტილებაზე და მთავრობის მეთაურზე“,-განაცხადა „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა წევრმა, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნოდარ ებანოიძემ guardian.ge-სთან საუბრისას.

 

 

როგორც მან აღნიშნა, თუ „რესპუბლიკელი“ მინისტრები საარჩევნო სიაში მოხვდებიან, მაშინ მათ კანონი დაავალდებულებთ, რომ თანამდებობები დატოვონ.

 

 

„ეს დამოკიდებულია ჩვენი პარტიის გადაწყვეტილებაზე და ეს დამოკიდებულია მთავრობის მეთაურზე. ჯერჯერობით ჩვენ კონკრეტული ვადა არ გვითქვამს. ვთქვათ, მინისტრები ან პარტია თუ გადაწყვეტს, რომ საარჩევნო სიაში უნდა იყონ, მაშინ ბუნებრივია მათ კანონი დაავალდებულებთ. გააჩნია რა მოცემულობა დადგება“,-განაცხადა ებანოიძემ.

 

 

მან ასევე აღნიშნა, რომ „რესპუბლიკური პარტია“ მთავრობასთან ერთად კოალიციურ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.

 

 

„ჩვენ ვთქვით, რომ 2012 წლიდან მომავალ არჩევნებამდე ვართ კოალიციაში, კოალიცია ნიშნავს მთავრობას და პასუხისმგებლობის განაწილებას. და ჩვენ ისევ ამ რეჟიმში ვაგრძელებთ“,-განაცხადა ებანოიძემ.

 

 

რაც შეეხება საარჩევნო სიის წარდგენას, ებანოიძე ამბობს, რომ ეს მარტივი თემა არ არის და აღნიშნულთან დაკავშირებით პარტიას ჯერ ჩამოყალიბებული პოზიცია არ აქვს.

 

 

„საარჩევნო სიის წარსადგენად დრო სექტემბრამდეა – როდესაც ძირითად მაჟორიტარობის კანდიდატებზე შევთანხმდებით და შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღება. ეს არ არის მარტივი თემა, ამ გადაწყვეტილებას სხვათა შორის ეროვნული კომიტეტი იღებს, ეს პროცედურები იოლი არ არის, ეროვნულ კომიტეტს პარტიის თავმჯდომარე წარუდგენს. ჯერ პარტიის თავმჯდომარე უნდა ჩამოყალიბდეს, შესაბამისი კონსულტაციები უნდა გაიაროს პარტიის ძირითად ნაწილთან. მერე ეროვნულმა კომიტეტმა ბუნებრივია მხარდაჭერაც უნდა გამოუცხადოს“,-განაცხადა ებანოიძემ.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი