პრეზიდენტისა და არასაპარლამენტო ოპოზიციის შეხვედრა შეთანხმებით დასრულდა - საარჩევნო კანონმდებლობაზე სამუშაო ჯგუფი იმუშავებს
17-06-2016, 10:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საპარლამენტო ოპოზიციური პარტიებისა და პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის შეხვედრა კონკრეტული შედეგით - სამუშაო ჯგუფის შექმნით დასრულდა, რომელიც საარჩევნო კანონმდებლობაზე იმუშავებს.

 


სამუშაო ჯგუფი უახლოეს დღეებში შეიკრიბება და „საარჩევნო კოდექსთან“ დაკავშირებით კონკრეტულ წინადადებებს ჩამოაყალიბებს და ცვლილებათა პაკეტს შეიმუშავებს.
პრეზიდენტი პარლამენტს სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავებულ ცვლილებებს და შენიშვნებს ორი მოსმენით უკვე მიღებული კანონპროექტის საბოლოო დამტკიცებამდე შესთავაზებს.
„ჩვენ ვიმუშავებთ კონკრეტულ წინადადებებზე და გვინდა იმედი ვიქონიოთ, რომ ამ შემთხვევაში მმართველი ძალა უფრო მეტი გულისყურით და უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდება ამ საკითხებს, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 2016 წლის არჩევნები, არაძალადობრივ, დემოკრატიულ გარემოში ჩატარდეს და ერთგვარი თანხმობის და კონსენსუსის ფორმატში მიმდინარეობდეს.

 


თანხმობა გულისხმობს იმას, რომ როგორც პარლამენტში წარმოდგენილი პოლიტიკური ძალები - ოპოზიცია და სახელისუფლებო ძალა, ისე პარლამენტს გარეთ წარმოდგენილი, საკმაოდ გავლენიანი პოლიტიკური ძალები, მონაწილეობდნენ ამ საერთო კონსენსუსის მიღწევაში”, - საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკურმა მდივანმა განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

 


მისი განცხადებით, პრეზიდენტი ყოველთვის ცდილობდა დახმარებოდა პოლიტიკურ ძალებს საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით კონსენსუსის მიღწევაში, იქნებოდა ეს სისტემური ცვლილებები, თუ „საარჩევნო კოდექსის“ ნაწილი.

 


„ეს იყო ჯერ კონსენსუსის შექმნის მცდელობა საარჩევნო სისტემაში კონსტიტუციურ ცვლილებებთან დაკავშირებით, რაც სამწუხაროდ არ გამოვიდა, რადგან მმართველი ძალა მაშინ არ წამოვიდა ამაზე.

 


შემდგომ იყო გერმანული მოდელი, რომლის ინიცირებასაც ჩვენ დავუჭირეთ მხარი, მაგრამ ეს საკითხიც სამწუხაროდ, არ არის დაძრული მკვდარი წერტილიდან”, - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

 


სამუშაო ჯგუფში პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე, პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების საკითხებში კახა კოჟორიძე და პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ მაჭარაძე ჩაერთვებიან.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი