ნინო ნადირაძე-კუზანოვა: პაატა ბურჭულაძემ ამის შესახებ ჯერ არ იცის და ალბათ ეტყვიან, რომ მე მისი გუნდის წევრი აღარ ვარ
17-06-2016, 14:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პაატა ბურჭულაძის მოძრაობა "სახელმწიფო ხალხისთვის" ნინო ნადირაძე-კუზანოვამ დატოვა. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ განცხადება მან TV "პირველის" ეთერში გააკეთა.

 

 

ნინო ნადირაძე -კუზანოვა ბურჭულაძეს პოლიტიკურ პროგრამას უწუნებს და აცხადებს: - "პროგრამა იქნებ რამენაირად დახვეწონ და რეალობასთან დაახლოონ, რომ არ იყვნენ შემდგომი "მეზღაპრე" პარტია". მისივე თქმით, მთავარი მიზეზი მისი მოძრაობიდან წამოსვლის ის რადიკალურად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების ადამიანები იყვნენ, რომლებიც მოძრაობის რიგებში ირიცხებიან.

 

 

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ ვინ არიან ეს ადამიანები, ნინო ნადირაძე-კუზანოვამ უპასუხა: - "ძალიან ცუდად ვიმახსოვრებ სახელებსა და გვარებს, სახეებს ვიმახსოვრებ კარგად და ნამოქმედარსაც ვიმახსოვრებ კარგად ამა თუ იმ ადამიანის".

 


"მე მქონდა საუბარი თავიდან ბატონ პაატასთან და მის ერთ-ერთ თანამშრომელთან. ფაქტიურად, მე არ ვიცნობდი პარტიის სხვა ლიდერებს თუ სხვა წევრებს. მე პაატას ყოველთვის ძალიან დიდ პატივს ვცემდი, დღემდე დიდ პატივს ვცემ, უბრალოდ პარტიის ყრილობის შემდეგ, ძალიან სწრაფად უნდა მიიღო ეს გადაწყვეტილებაო, ხვალო ტრიბუნაზეო, მეთქი რა მოხდა ავალ იმ ტრიბუნაზე და ჩამოვალ....

 


ძალიან ძნელია ჩემნაირი ადამიანისთვის იყო რაღაცნაირად ჩარჩოებში. მოვითხოვე პროგრამა პარტიის.... მე მიყვარს ციფრები, ფაქტები, სტატისტიკა, ისტორია, დადასტურებული ყველაფერი, გაწერილი - მე ასე ვარ მიჩვეული. მოვითხოვე პროგრამა, ჩავუჯექი, გადავხედე ხალხს, რომელიც ყოველდღიურად იმატებდა და იმატებდა, რაღაცა დონეზე მივხვდი, რომ იქ ძალიან ბევრი ისეთი ადამიანი იყო, რომლის გვერდზეც ჩემი თავი უბრალოდ ვერ წარმომიდგენია და მათთვისაც, ალბათ, არ ვიქნებოდი სასურველი პირი ჩემი ზედმეტად პირდაპირობით.

 


რადიკალურად სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებების ადამიანები უცებ ერთად ჩამოსხდნენ, უცებ გახდნენ პარტნიორები. მე არ ვარ პატარა გოგო და არ მჯერა ხუთი წუთის დამეგობრების....

 


სოფელ-სოფელ სიარულში გავიდეთ - შენ წყალი არა გაქვს, ვაი-ვაი, ჩაჩხაკუნება კამერებში და გადახვევა ჩაკოცნა ამ ხალხის გავიარეთ - რამდენჯერ უნდა გავიაროთ?"- განაცხადა ნინო ნადირაძე-კუზანოვამ.

 


ჟურნალისტის კითხვაზე, იცოდა თუ არა პაატა ბურჭულაძემ მისი აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ, ნადირძე-კუზანოვამ უპასუხა, რომ არა.

 


"პაატა ბურჭულაძემ ამის შესახებ ჯერ არ იცის და ალბათ ეტყვიან, რომ მე მისი გუნდის წევრი აღარ ვარ. ტექნიკურად, იურიდიულად მე პარტიის წევრი არც ვყოფილვარ, მე არსად ხელი არ მომიწერია და ეს გაფორმებული არ ყოფილა, მაგრამ ვიდექი ტრიბუნასთან. დავითრგუნე იმ მომენტით, რომ თავი მეგონა კომკავშირის ყრილობაზე. მე იქ ვერ ვიგრძენი ბუნებრიობა, ვერ ვიგრძენი სულიდან წამოსული სიყვარული, რაღაცის კეთების აღტკინება. ეს იყო რაღაცა დადგმული.

 

 

სამომავლოდ, ვიქნები იმ გუნდთან ერთად, რომელიც აიტანს ჩემს პირდაპირობას, ჩემს სიმართლის სიყვარულს, ჩემს არაპოლიტიკურ წარსულს, ჩემს საკმაოდ კარგ ჭკუა-გონებას" - განაცხადა ნინო ნადირაძე-კუზანოვამ TV "პირველის" პირდაპირ ეთერში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი