გიგა ოთხოზორიას მკვლელობა ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში დამოუკიდებელ ექსპერტის, თომას ჰამერბერგის, მოხსენებაში ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება.
ამის შესახებ ცნობილი ჰამერბერგის და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის, შეხვედრის შემდეგ გახდა.
შეხვედრის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ შეხვედრაზე თომას ჰამერბერგმა ოკუპირებულ აფხაზეთში მისი სტუმრობისა და ადგილზე ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული ვითარების თაობაზე ისაუბრა.
”მინისტრმა განსაკუთრებული აქცენტი სოფელ ხურჩაში საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ ჩადენილ მკვლელობაზე გააკეთა. მან ხაზი გაუსვა ბრალდებული პირის დაუყოვნებლივ დაკავების აუცილებლობას, რათა თავიდან იყოს აცილებული ყოველგვარი პროვოკაცია და ვითარების შემდგომი ესკალაცია. თომას ჰამერბერგმა აღნიშნა, რომ 19 მაისს მომხდარი მკვლელობა ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება მის მიერ აფხაზეთში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შეფასებაში,” - ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.
თომას ჰამერბერგი სამხრეთ კავკასიისა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, ჰერბერტ ზალბერის, დავალებით, დამოუკიდებელი ექსპერტის რანგში, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით აფხაზეთის რეგიონში არსებულ ვითარებას შეაფასებს. ამისათვის იგი უკვე მეორე ვიზიტით ეწვია საქართველოს, რომლის ფარგლებშიც გაიმართა რიგი შეხვედრები თბილისში, ზუგდიდში, გალსა და სოხუმში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.