საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლისაგან მალულად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროსა და ბრილიანტის ნაკეთობის უკანონოდ შემოტანის ფაქტზე აზერბაიჯანის მოქალაქე, ანარ მამადოვი დააკავა.
"საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, აზერბაიჯანიდან საქართველოს ტერიტორიაზე, საბაჟო გამშვები პუნქტის, „წითელი ხიდის“ გავლით უკანონოდ შემოიტანა არადეკლარირებული, უმაღლესი სინჯის ოქროს ნაკეთობები და ბრილიანტისგან დამზადებული საიუველირო ნაწარმი, რომელთა საერთო ღირებულება შეადგენას 33 000 ლარს. საგამოძიებო სამსახურმა ანარ მამადოვი სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთისას დააკავა.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან შვიდ წლამდე ვადით" - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.