"გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ბრალი სწორედ 2008 წლის 8 აგვისტოს ომის მოვლენებთან დაკავშირებით უნდა წაყენებოდა.
აღნიშნულის შესახებ ბურჯანაძემ "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ყრილობაზე განაცხადა.
"აგვისტოს ომი გამოძიებული არ არის. სააკაშვილს ბრალდება სწორედ, რომ აგვისტოს ომის მოვლენებთან დაკავშირებით უნდა წაყენებოდა. ეს ყველაზე ზუსტი და სწორი ბრლადება იქნებოდა",-განაცხადა ბურჯანაძემ.
ბურჯანაძე ასევე ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხს შეეხო და განაცხადა, რომ ხელისუფლება ამ საკითხის მიმართ უმოქმედოა.
"რას შეეხება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, მე ამ კუთხით, ხელისუფლების ვერცერთ ნაბიჯს ვერ ვხედავ. სამწუხაროდ მათი ყველა განცხადება და ნაბიჯი უსუსურია. ჩვენ ვიქნებით ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ამ პრობლემას მოვაგვარებთ",-განაცხადა ბურჯანაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.