ერაყის სამთავრობო ძალებმა ფალუჯას უდიდესი ნაწილი აიღეს - ქალაქს 2014 წლიდან "ისლამური სახელმწიფო" აკონტროლებდა
18-06-2016, 03:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ერაყის სამთავრობო ძალებმა "ისლამური სახელმწიფოს" კონტროლის ქვეშ მყოფი ქალაქის, ფალუჯას უდიდესი ნაწილი აიღეს. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ BBC ავრცელებს.

 

 

ერაყის სამხედრო მაღალჩინოსნების ცნობით, სამხედროები უკვე ქალაქის 80%-ს აკონტროლებენ, მათ შორის, მთავარ ადმინისტრაციულ შენობას, რომელზეც ერაყის სახელმწიფო დროშა აღმართეს.

 

 

ოპერაციის დროს ერაყის სამთავრობო ძალებს ავიაიერიშებით საერთაშორისო კოალიციაც ეხმარება.

 

 

ბაღდადიდან 50 კილომეტრის დაშორებით მდებარე ქალაქს "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლები 2014 წლიდან აკონტროლებდნენ, მის გასათავისუფლებლად ინტენსიური ბრძოლები კი ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი