ბრიტანელი პარლამენტარის, ჯო კოქსის მკვლელს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს
18-06-2016, 03:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ბრიტანელი პარლამენტარის, ჯო კოქსის მკვლელს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს. ბრალდებული 52 წლის ტომას მეირია, რომელიც "ლეიბორისტული" პარტიის წევრს ორი დღის წინათ ამომრჩეველთან შეხვედრის დროს დაესხა თავს. მან კოქსს ჯერ რამდენჯერმე ესროლა, შემდეგ კი დანითაც მიაყენა ჭრილობები.

 

 

შემთხვევის შემდეგ ასეულობით ადამიანი შეიკრიბა ბრისტალის ეკლესიასა და ლონდონის პარლამენტის წინ, სადაც მოქალაქეები ხელისუფლებას სიფხიზლისკენ მოუწოდებდნენ.

კოქსის მეუღლემ განაცხადა, რომ ორი შვილის დედა უკეთესი მსოფლიოსთვის იბრძოდა.

 

 

პრემიერ-მინისტრის, დევიდ ქამერონის განცხადებით კი "ჯო კოქსის სიკვდილი ტრაგედიაა, ის იყო თავდადებული და მზრუნველი დეპუტატი". "ეს დაუნდობელი და საზარელი მკვლელობა იყო" - აღნიშნული განცხადება აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატმა, ჰილარი ქლინტონმა გააკეთა.

 

 

ჯო კოქსი გასული წლის შემდეგ, დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრი იყო '"ლეიბორისტული" პარტიიდან ბათლისა და სპენის საარჩევნო ოლქში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი