ჯგუფ ”ამბრელას” წარმომადგენელი, ლუკა ფეიქრიშვილი ვარაუდობს, რომ მას საპარლამენტო არჩევნებამდე დააკავებენ. ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა განცხადება.
ფეიქრიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, მის სახლში ჩხრეკა სავარაუდოდ პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებას ეხება.
”ჩემი დაკითხვიდან ორ დღეში, გუშინ სამი პიროვნება შემოვიდა ჩემს კუთვნილ საცხოვრებელ სახლში სასამართლოს დადგენილებით, რომლის საფუძველზეც მათ ჰქონდათ უფლება ჩაეტარებინათ ჩხრეკა და ამოეღოთ ტექნიკა. ისინი ეძებდნენ - მეხსიერების ბარათებს, СD და DVD დისკებს, ლეპტოპებს, პროცესორებს. უშუალოდ ჩხრეკის პროცესში მათი გამოიყენეს ფიზიკური ძალა. რაც იმაში გამოიხატება, რომ ფიზიკური ძალის გამოყენებით დაკეტეს ჩემი საცხოვრებელი სახლის შემოსასვლელი კარი, არ მიშვებდნენ ოთახიდან და მიწევდნენ წინააღმდეგობას. ცოტა ხნით წამართვეს ტელეფონი, არ მომცეს საშუალება დამერეკა ადვოკატთან. იქცეოდნენ ძალიან უზნეოდ და აბსულუტურად ყველაფერი გადმოყარეს. ჩემს სახლში იყო ძველი ლეპტოპი, რომელიც გაისროლეს ჩემს თვალწინ და კედელზე მიახეთქეს”, - აღნიშნა ლუკა ფეიქრიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.