ვლადიმერ პუტინი: არ არის საჭირო რუსეთისგან რაღაც „საფრთხობელა“ შექმნათ
18-06-2016, 05:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"არ არის საჭირო რუსეთისგან რაღაც „საფრთხობელა“ შექმნათ", - აღნიშნული განცხადება სააგენტო "როიტერსის" ცნობით, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გააკეთა.

 

 

პუტინმა განაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფოს რეფერენდუმთან არაფერი აკავშირებს.

 


„ჩემი აზრით, არასწორი და არაეთიკურია ყველა პრობლემა რუსეთის სახელს დაუკავშირო, განსაკუთრებით, ის პრობლემები, რომლებიც ჩვენ არანაირად არ გვეხება", - აღნიშნა კრემლის ლიდერმა.

 

 

პუტინი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის დევიდ ქამერონის პოზიციასაც შეეხო და განმარტა, რომ ალოგიკურია გამოხვიდე რეფერენდუმის ინიციატივით და თავად ევროკავშირის შემადგენლობაში დარჩენის პროპაგანდას ეწეოდე.

 

 

„თუ ასეთი პრობლემაა, საერთოდ, რატომ გამოვიდა ამ რეფერენდუმის ინიციატივით? რომ ევროკავშირი კიდევ ერთხელ დაეშანტაჟებინა და დამუქრებოდა? რა მიზანი აქვს თუ თავად ევროკავშირიდან გამოსვლის წინააღმდეგია“, - თქვა ვლადიმერ პუტინმა.

 

 

გაერთიანებულ სამეფოში ევროკავშირიდან ქვეყნის გამოსვლის ან მის შემადგენლობაში დარჩენის შესახებ რეფერენდუმი 23 ივნისს გაიმართება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი