გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა აღმოსავლეთ ევროპაში ნატო-ს ფართომასშტაბიანი წვრთნები გააკრიტიკა.
შტაინმაიერმა ნატო-ს სამხედრო ალიანსს წვრთნების რუსეთთან მოლაპარაკებით, დიალოგითა და ურთიერთთანამშრომლობით ჩანაცვლება სთხოვა.
„ის, რაც ახლა არ უნდა გავაკეთოთ, ეს რუსეთთან ურთიერთობის გამწვავებაა. მცდარია წარმოდგენა, თითქოს აღმოსავლეთ ევროპაში ტანკებისა და სხვა სამხედრო შეიარაღების აღლუმი რეგიონის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. ჩვენ მივიღეთ მკაფიო რჩევა, არ წავიდეთ კონფრონტაციაზე“, - განაცხადა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა Bild-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.