წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიტირში ,,ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა პარტია დატოვეს. მათ აქცია გამართეს, სადაც განაცხადეს, რომ ისინი "პატრიოტთა ალიანსს“ უერთდებიან.
აქციის მონაწილეების თქმით, ხელისუფლებაში ყოფნის 4 წლის განმავლობაში მმართველმა გუნდმა მათი იმედები ვერ გაამართლა და პროტესტის ნიშნად, ,,ქართული ოცნების“ მაისურებიც დახიეს.
"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" წყალტუბოს რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ცოტნე ზურაბიანი აღნიშნულთან დაკავშირებით აცხადებს, რომ დასაზუსტებელია ვისი ორგანიზებით გაიმართა აქცია. მისი მტკიცებით, აქციაზე "ქართული ოცნების" „რეალური წევრები არ ყოფილან“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.