„მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერი პაატა ბურჭულაძე რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. ბურჭულაძე თანაგუნდელებთან ერთად ამჯერად ახალქალაქისა და ასპინძის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს შეხვდა.
შეხვედრისას პაატა ბურჭულაძემ ქვეყნის მმართველობაში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის პერსპექტივებზე, ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ პოლიტიკაზე ისაუბრა.
„ძალიან კარგი შეხვედრები გვქონდა როგორც ახალქალაქში, ასევე ასპინძაში. ხალხს იმედი გაუჩნდა და ხალხი ელოდება ოქტომბრის თვეს, რომ მათი ცხოვრება შეიცვალოს უკეთესობისკენ“, - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.