ირაკლი ალასანია: ვერც ერთმა დამპყრობელმა ვერ შეძლო წაერთმია ჩვენთვის მთავარი - მებრძოლი სული
08-08-2014, 06:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ავღანეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის მინისტრმა ამერიკულ სამხედრო ბაზა "ფენიქსზე" ქართველი სამხედროები მოინახულა.

 


საქართველოს შეიარაღებული ძალების პირველი ქვეითი ბრიგადის მეცამეტე ბატალიონის გაძლიერებული ოცეულს მეთაურმა თავდაცვის მინისტრს ოცეულის მისიის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. პრეზენტაციის შემდეგ თავდაცვის მინისტრი ოცეულის სამხედროებს შეხვდა და სიტყვით მიმართა.

 


"ექვსი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც თავს აგრესორი დაგვესხა და ჩვენი ქვეყნის დაჩოქება სცადა. საქართველო, ისტორიულად, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის იბრძვის. ჩვენი სამშობლო ბევრჯერ ყოფილა დაპყრობილი და დანაწევრებული. მტერი გვიტევდა და გვართმევდა ტერიტორიებს, მაგრამ, ვერც ერთმა დამპყრობელმა, ვერც ერთმა აგრესორმა ვერ შეძლო წაერთმია ჩვენთვის მთავარი - მებრძოლი სული. 2008 წლის აგვისტოში ჩვენ 169 სამხედრო დავკარგეთ, დროებით დავკარგეთ ტერიტორიებიც, მაგრამ ჩვენ არ დაგვიკარგავს ის, რაც თითოეულ ჩვენთაგანს სისხლში აქვს - ღირსება და სამშობლოს ერთგულება.

 


ქართული ხუთ ჯვრიანი დღოშა ამაყად ფრიალებს ყველგან, სადაც ჩვენი შეიარაღებული ძალების ბაზებია. ქვეყანა 2008 წელს თქვენმა სიმამაცემ იხსნა. თქვენი სიმამაცის დამსახურებაა ის, რომ საქართველოს პატივს სცემენ მთელს მსოფლიოში. თქვენ, სამშობლოსგან შორს, იცავთ თქვენი ქვეყნის უსაფრთხოებას. გერქვას ჯარისკაცი საპატიო და მძიმე ტვირთია" - განაცხადა ალასანიამ.

 


თავდაცვის მინისტრი სამხედრო მოსამსახურეებს პირადად გაესაუბრა და სამშობლოში მშვიდობიანად დაბრუნება უსურვა.

 


ირაკლი ალასანიასთან ერთად ავღანეთში საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი რომან ჯოხაძე და თავდაცვის მინისტრის მოადგილე მიხეილ დარჩიაშვილიც იმყოფებიან.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი