პარლამენტის ვიცე-სპიკერის, მანანა კობახიძის განცხადებით, ქურდული სამყაროს წევრობა კანონით დასჯადია და თუ ვინმე ეწევა დანაშაულებრივ საქმიანობას ქვეყანაში, ის აგებს პასუხს.
აღნიშნულით კობახიძე პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრის, გივი თარგამაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, ქართველი კანონიერი ქურდი, მეტსახელად „სვანა“ საქართველოში დეპორტაციით გამოუშვეს.
„ნაციონალური მოძრაობის“ ზღაპრებს აღარ ვუსმენთ. ქურდული სამყაროს წევრობა კანონით დასჯადია და თუ ვინმე ეწევა დანაშაულებრივ საქმიანობას ქვეყანაში, ის აგებს პასუხს. საჭიროების შემთხვევაში კი პოლიცია შესაბამის ზომებს მიიღებს“,-აცხადებს მანანა კობახიძე.
გივი თარგამაძემ აღნიშნულის შესახებ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე დაწერა. ის ამბობს, რომ შსს-სგან შესაბამის რეაგირებას ელის.
„ოდესიდან თბილისის რეისით საქართველოში დეპორტირებულ იქნა 2014 წელს თურქეთში კანონიერ ქურდად კურთხეული, 1972 წელს სოხუმში დაბადებული დავით ნუგზარის-ძე გერლიანი (დათო სვანი). უკრაინაში დაკავებისას მას გააჩნდა პასპორტი, გაცემული დედამისის გვარზე, კერძოდ, ჩაჩიბაიაზე.
ქვემოთ მოყვანილი ვიდეო ასახავს ხსენებული დეპორტაციის პროცესს.
ველი შსს-ს მოქმედებებს ან მორიგ ოპუსს თვითმფრინავიდან ადამიანის გაუჩინარების შესახებ“,-წერს გივი თარგამაძე „ფეისბუქზე“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.