ლევან ბერძენიშვილი: ჩვენ ვაპირებთ მინისტრები გვყავდეს ბოლომდე
19-06-2016, 04:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი წევრის, ლევან ბერძენიშვილის განცხადებით, „რესპუბლიკელი“ მინისტრები თანამდებობას პარტიის ან პრემიერის გადაწყვეტილებით დატოვებენ.

 

 

ამის შესახებ ბერძენიშვილმა სტრასბურგში გამგზავრებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

 

 

ბერძენიშვილის თქმით, „რესპუბლიკური პარტიის“ ეროვნული კომიტეტის გუშინდელ რიგგარეშე სხდომაზე აქცენტი პარტიის მიერ რაიონებში მუშაობაზე გაკეთდა.

 

 

მისივე ცნობით, პარტია წინასაარჩევნო მარათონში მთელი ძალით ჩართვას ორ კვირაში შეძლებს.

 

 

„ჩვენ ვაპირებთ მინისტრები გვყავდეს ბოლომდე. ჩვენი მინისტრები იქნებიან მინისტრები მანამ, სანამ პარტია არ მიიღებს სხვა გადაწყვეტილებას ან პრემიერი არ მიიღებს სხვა გადაწყვეტილებას. ჩვენ ვაპირებთ ევროპულად დავამთავროთ ის, რასაც დავპირდით ხალხს, კოალიციაში ვიყავით და ჩვენი მინისტრები იქნებიან კოალიციაში“, -განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

 

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი