თბილისის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, მედია უნდა იყოს თავისუფალი და მას უნდა მიეცეს ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობის საშუალება.
აღნიშნულით დავით ნარმანია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადამღებ ჯგუფზე შესაძლო თავდასხმის ფაქტს ეხმაურება.
„მედიასაშუალებაზე ნებისმიერი ზეწოლა არის დაუშვებელი. მედია უნდა იყოს თავისუფალი და მას უნდა მიეცეს ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობის საშუალება, ყოველთვის სადაც არ უნდა იყოს და რაც არ უნდა ხდებოდეს. თუ შეიცავს ეს სამართალდარღვევის ნიშნებს, რასაკვირველია მაშინ გამოძიება უნდა ჩატარდეს“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
„რუსთავი 2“-ის ცნობით, დღეს გამთენიისას, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ტელეკომპანიის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმა მოხდა.
„კურიერის ჟურნალისტი ელენე ფირცხალაიშვილი და ოპერატორი გიორგი ცანავა, აეროპორტის ტერმინალში, საქართველოს პარლამენტის წევრებისაგან, ინტერვიუებს იღებდნენ, რომლებიც ოფიციალური ვიზიტით სტრასბურგში მიემგზავრებოდნენ. დეპუტატ ჩიორა თაქთაქიშვილის ინტერვიუს დროს მათ უცნობმა პირმა, ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი „რუსთავი 2“-ის ოპერატორს - ფიზიკური.
დეპუტატ ჩიორა თაქთაქიშვილის თქმით, სავარაუდოდ, თავდამსხმელის თანმხლები ქალბატონი მას დაუპირისპირდა და არ აძლევდა ტელეფონით ინციდენტის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალის გადაღების საშუალებას.
შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე, ცემის მუხლით დაიწყო. სამართალდამცველებს ჩვენება უკვე მისცეს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის თანამშრომლებმა. დაკითხვაზეა გადაყვანილი თავდამსხმელიც“,-ნათქვამია „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.