„ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის“ ოქროს ლიგაში მოასპარეზე საპატრულო პოლიციის გუნდმა მინი ფეხბურთში ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
შსს-ს ცნობით, ახალ სპორტის სასახლეში გამართულ ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს შსს-ს საპატრულო პოლიციის და „ნატახტარის“ გუნდები დაუპირისპირდნენ.
მატჩის პირველი ნახევარი ანგარიშით 1:2 „ნატახტარის“ უპირატესობით დასრულდა. შეხვედრის მეორე ტაიმში კი ანგარიში საპატრულო პოლიციის ფეხბურთელმა ლაშა ცხაკაიამ გაათანაბრა. შეხვედრის დასასრულამდე რამდენიმე წუთით ადრე გუნდის ნახევარმცველმა გიორგი ჭანტურიამ გადამწყვეტი გოლი გაიტანა და ფინალური შეხვედრა ანგარიშით 3:2 საპატრულო პოლიციის გამარჯვებით დასრულდა.
შსს-ს საპატრულო პოლიციის გუნდს ჩემპიონის თასი და მედლები გადაეცა. ოქროს ლიგის საუკეთესო მეკარედ შოთა ღურბელეიშვილი დასახელდა, საუკეთესო მცველის ტიტული კი თემურ რაქვიაშვილმა მოიპოვა.
„ბიზნესის ჩემპიონთა ლიგაში“ ასპარეზობისას საპატრულო პოლიციისა და „ნატახტრის“ გუნდები ერთმანეთს ექვსჯერ დაუპირისპირდნენ. თითო გუნდს სამ-სამი მოგება ჰქონდა. ფინალური შეხვედრა რიგით მეშვიდე დაპირისპირება იყო, რომელიც შსს-ს საპატრულო პოლიციის გამარჯვებით დასრულდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.