საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, იქედან გამომდინარე, რომ მისი ყოველი დღის განრიგი გაწერილია, დრო არ აქვს, რომ საქართველოში ჩამოვიდეს და დილეგში ჩაჯდეს.
აღნიშნულის შესახებ სააკაშვილმა პოლონეთში ვიზიტისას განაცხადა, სადაც მან შეხვედრები გამართა.
"რა თქმა უნდა, არ ვაპირებ მშვიდად ვუყურო იმას, რომ ჩემს ქვეყანაში ნადგურდება ის, რისი განადგურებაც 2008 წელს პუტინმა ტანკებით ვერ მოახერხა. ფაქტია, რომ იგივე რაღაც ხდება, მაგრამ ახლა ტანკების გარეშე ნადგურდება. ამიტომ ამაზეც არავინ უნდა ელოდოს ჩემგან განსაკუთრებულ პასიურობას. დღეს აქ ჩამოვედი და პოლონეთის ლიდერებს ვხვდები. ამას წინათ ვიყავი უნგრეთში, შევხვდი უნგრეთის ლიდერს, აქედან მივდივარ უკრაინაში, სადაც ძალიან მნიშვნელოვან საქმეებს ვაკეთებ",-განაცხადა სააკაშვილმა.
ყოფილი პრეზიდენტის თქმით, ის არ აპირებს "გაზპრომის" კერძო აქციონერის, ოლიგარქის აკვიატებების დაკმაყოფილებას.
"ყოველი დღე გაწერილი მაქვს. საერთაშორისო პრესასთან ურთიერთობის, ტელევიზიებით ბევრი საჯარო გამოსვლა მაქვს, ამ ჩემს გრაფიკში სად უნდა ჩავსვა საქართველოში ჩამოსვლა და "გაზპრომის" კერძო აქციონერის, ოლიგარქის აკვიატებების დაკმაყოფილება, რადგან პუტინმა ასე მოინდომა ან მისი ბოღმა ასე კარნახობს. სად გამოვძებნო დრო, რომ ჩამოვიდე, ჩემი ფეხით ჩავჯდე დილეგში და ამ ყველაფერზე უარი ვთქვა. რა თქმა უნდა მე ამის დრო არ მაქვს",-განაცხადა სააკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.