დავით ნარმანია სამგორის რაიონში ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო
19-06-2016, 05:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სამგორის რაიონში კახეთის გზატკეცილისა და ლილოს დასახლების დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. საგზაო სამუშაოებია მაისურაძის ქუჩაზეც.

 

 

როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, პროექტის მიხედვით, ხორციელდება ასფალტის საფარისა და გარე განათების ბოძების განახლება და მოწყობა. გარდა ამისა, გამოიცვალა ვარკეთილის მეურნეობის ცენტრალური საკანალიზაციო ქსელი.

 

 

სამუშაოებს თბილისის მერი დავით ნარმანია, სამგორის რაიონის გამგებელ გიორგი ბაგრატიონთან ერთად, გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. ისაუბრეს არსებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე.

 

 

„მიმდინარეობს სამგორის რაიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოების მონიტორინგი. რამდენიმე ქუჩაზე იგება ასფალტის ახალი საფარი, შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები. პროექტების ნაწილი უკვე დასრულდა. აღსანიშნავია, რომ სამგორში საკმაოდ მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები ხორციელდება. მომავალი საბიუჯეტო ცვლილების შედეგად, დაფინანსება გაიზრდება, რომ რაიონი უფრო მეტად მოწესრიგდეს“,-განაცხადა დავით ნარმანიამ.

 

 

ჭირნახულის ქუჩაზე მდებარე კახეთის გზატკეცილისა და ლილოს დასახლების დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რაც მერიის ცნობით, აღნიშნულ მონაკვეთზე, ათეული წლების განმავლობაში არ ჩატარებულა.

 

 

გარდა ამისა, საბოლოოდ მოგვარდა წყალმომარაგების პრობლემა, მოსახლეობა წყალს 24 საათიან რეჟიმში, შეუფერხებლად მიიღებს.

 

 

საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს მაისურაძის ქუჩაზეც. პროექტი გულისხმობს როგორც ასფალტის საფარის, ასევე, გარე განათების ბოძების განახლებასა და მოწყობას.

 

 

გარდა ამისა, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ვარკეთილის მეურნეობის ცენტრალურ საკანალიზაციო ქსელს. შეიცვალა მაგისტრალური მილი და დამონტაჟდა ახალი ევროპული სტანდარტის ურდული.

 

 

სამგორის რაიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან“ ერთად მიმდინარეობს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი