დავით ნარმანია: თუ წყნეთში სასაფლაოსთვის ტერიტორიის გაფართოება ვერ მოხერხდა, იძულებულები ვიქნებით სხვა ტერიტორია მოვიძიოთ
19-06-2016, 06:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, 2011 წელს წყნეთის ტერიტორიაზე არსებული სასაფლაოს გასხვისება დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და ამ ეტაპზე  მერია გამოძიების დასრულებას ელოდება.

 

 

მისი თქმით, მერიამ შესაძლოა სასაფლაოსთვის სხვა ტერიტორია გამოყოს.

 

 

„ტერიტორია ჩვენი წინამორბედების მიერ იქნა გასხვისებული და შესაბამისად ჩვენ ვნახეთ გარკვეული სამართალდარღვევის ნიშნები ამ გასხვისებაში. მასალები შემდგომი რეაგირებისთვის პროკურატურაშია გადაგზავნილი. თუ ამ ტერიტორიაზე გაფართოება ვერ მოხერხდება, ასეთ შემთხვევაში ჩვენ იძულებულები ვიქნებით, სასაფლაოსთვის სხვა ტერიტორია მოვიძიოთ“,-განაცხადა ნარმანიამ.

 

 

წყნეთში მეექვსე დღეა მოსახლეობის ნაწილი შიმშილობს. სასაფლაოს გარეშე დარჩენილი მოსახლეობა გზის გადაკეტვით იმუქრება და თბილისის მერიისგან რეაგირებას ითხოვს. მოსახლეობის ინფორმაციით, სასაფლაო უკანონოდ გაყიდეს, ახალი ადგილები არ გამოყვეს, ამის გამო მიცვალებულების დაკრძალვა ძველი სასაფლაოს ტერიტორიაზე ფეხით სავალ ბილიკებზე უწევდათ, ახლა კი ეს ადგილებიც აღარ არის, ყველაფერი შეივსო.

 

 

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი