დიმიტრი ქუმსიშვილი: ქურდულ სამყაროსთან ურთიერთობაზე გვაქვს საკმაოდ მკაცრი კანონი, რომელიც კანონობს
19-06-2016, 10:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„საქართველოში ქურდულ სამყაროსთან ურთიერთობაზე საკმაოდ მკაცრი კანონი გვაქვს, რომელიც კანონობს“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა უკრაინიდან საქართველოში ე.წ. კანონიერი ქურდის, დავით გერლიანის, მეტსახელად „სვანას“ დეპორტაციის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით.

 

 

დიმიტრი ქუმსიშვილი დარწმუნებულია, რომ შესაბამისი უწყებები კანონის თანახმად იმოქმედებენ.

 

 

„ჩვენ საქართველოში, ქურდულ სამყაროსთან ურთიერთობაზე გვაქვს საკმაოდ მკაცრი კანონი, რომელიც კანონობს. აქედან გამომდინარე, მე ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო და შესაბამისი უწყებები მოახდენენ იმ რეაგირებას, რაც გაწერილია კანონით, რომ თუ პირი ქურდული სამყაროს მიმდევარია, მას აუცილებლად დააკავებენ საქართველოს ტერიტორიაზე”, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 

 

უკრაინის პოლიციის ხელმძღვანელის, ხატია დეკანოიძის ინფორმაციით,  ე.წ. კანონიერი ქურდი დავით გერლიანი, მეტსახელად „სვანა“ პოლიციამ ოდესის ერთ-ერთ რესტორანში დააკავა და მისი საქართველოში დეპორტაცია განახორციელა.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი