საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დაწესების საკითხზე, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს ლუქსემბურგში იკრიბებიან.
ვიზების ლიბერალიზაციის საკითხზე ეს უკვე მეხუთე შეხვედრაა, აქედან სამი ევროკავშირის მუდმივი წამომადგენლების დონეზე ჩატარდა, ერთი კი შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრებმა გამართეს.
ბოლო მონაცემებით, საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციას ევროპარლამენტი კენჭს სექტემბერში უყრის. უვიზო რეჟიმთან ერთად, მსჯელობა ე.წ. შეჩერების მექანიზმის შემოღებაზეც გაგრძელდება.
ევროპარლამენტარები აღნიშნავენ, რომ საქართველომ დაიმსახურა უვიზო რეჟიმი და საკითხის სექტემბერში გადატანა, ევროკავშირის იმიჯს დააზიანებს.
„სექტემბერში, სტრასბურგში სესიაზე საკითხის კენჭისყრაზე გატანა იქნება საქართველოსთვის საუკეთესო სცენარი. ყველაზე ცუდი სცენარი კი ოქტომბერში. მიგრაციის პრობლემებისა და დროებითი შეჩერების მექანიზმზე მსჯელობა პარლამენტს პარალელურ რეჟიმში უწევს.... უვიზო რეჟიმი არ არის საჩუქარი ქართველი ხალხისთვის, უვიზო რეჟიმი სჭირდება საქართველოს მოსახლეობას, თავისუფალი მიმოსვლა სჭირდებათ ოკუპირებულ ტერიტორტიებზე მცხოვრებ ადამიანებსაც. ყველა ვინც საქართველოში ცხოვრობს, მიესალმება ამ გადაწყვეტილებას. საქართველომ შეასრულა ყველა მოთხოვნა და რატომ უნდა დავაკავშიროთ საქართველო სხვა ქვეყნებთან. საქართველომ გააკეთა ძალიან ბევრი რამ და ამის შემდეგ წესების შეცვლა იქნება არასწორი და არასამართლიანი. გადაწყვეტილების გადადება ზიანს მიაყენებს ევროკავშირის იმიჯს“ - აცხადებს ევროპარლამენტარი, ანდრეს მამიკინსი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.