გაერო: მსოფლიოში ლტოლვილთა რიცხვმა რეკორდულ მაჩვენებელს, 65.3 მილიონს მიაღწია
20-06-2016, 01:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

კონფლიქტების შედეგად ადგილნაცვალი ადამიანების რიცხვი უმაღლეს დონეს აღწევს და დღემდე მათი ასეთი მასშტაბური რაოდენობა არ დაფიქსირებულა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC გაერო–ს ლტოლვილთა სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.

 


სააგენტო მიიჩნევს, რომ 2015 წლის ბოლოსთვის 65.3 მილიონი ადამიანი ან დევნილი ან თავშესაფრის მაძიებელი ან შიდა, იძულებით ადგილგადანაცვლებული პირი იყო. მათი რიცხვი წელიწადში 5 მილიონით არის გაზრდილი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პლანეტაზე ყოველი 113 ადამიანიდან ერთი დევნილს წარმოადგენს.

 


მე–2 მსოფლიო ომის შემდეგ ადამიანების ყველაზე დიდი ნაკადის გადაადგილება შეინიშნება. დევნილთა მსოფლიოს დღის აღსანიშნავად მომზადებულ ანგარიშში გაერო აცხადებს, რომ პირველი შემთხვევაა, როცა მსოფლიოს მასშტაბით დევნილთა რიცხვს 60 მილიონისთვის გადაეჭარბებინოს.

 


ნახევარი დევნილებისა კი ომისაგან განადგურებული სირიიდან, ავღანეთიდან და სომალიდან არიან, ნათქვამია გაერო–ს მოხსენებაში.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი