სულ მცირე 14 ადამიანი დაიღუპა ქაბულში განხორციელებული ტერაქტის შედეგად
20-06-2016, 01:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სულ მცირე 14 ადამიანი დაიღუპა და 9 დაშავდა ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში მომხდარი ტერაქტის შედეგად. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

 

 

თვითმკვლელმა ტერორისტმა თავდასხმა მინიავტობუსზე განახორციელა. ავტობუსი, რომელსაც ნეპალელი უსაფრთხოების ოფიცრები გადაჰყავდა, აღმოსავლეთით, ქალაქ ჯალალაბადისკენ მიემგზავრებოდა. პოლიციის განცხადებით, თავდამსხმელი ფეხით იყო და ავტობუსს ელოდებოდა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა მოძრაობა „თალიბანმა“ აიღო.

 

 

ეს არის თავდასხმის პირველი შემთხვევა მას შემდეგ, რაც წმინდა თვე, რამადანი დაიწყო. "თალიბანი" 2001 წლის შემდგომ აწარმოებს ომსა და ამბოხებებს ავღანეთის მთავრობის წინააღმდეგ. ნატო-მ თავისი საბრძოლო მისია ქვეყანაში 2014 წლის დეკემბერში დაასრულა, თუმცა, დაახლოებით, 13 000 სამხედრო, რომელიც კონტრტერორისტულ ოპერაციებში მონაწილეობს, კვლავ რჩება ავღანეთში. სამშვიდობო მოლაპარაკების მცდელობები შეჩერებულია მას შემდგომ, რაც "თალიბანმა" ავღანეთის მთავრობასთან ახალ მოლაპარაკებებში ჩართვაზე უარი განაცხადა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი